გაბედე
ორთვიანი პიროვნული ზრდის გამოცდილება, რომელიც დაგეხმარება, იმოქმედო შიშისა და ზედმეტი ფიქრის მიუხედავად და დიდი ხნის სურვილები რეალობად აქციო
გაწევრიანება →
ერთი გამოცდილება
ორი განსხვავებული ძალა
NATA
ნატასთან მუშაობისას დაინახავ, სინამდვილეში რა გაჩერებს და შესაძლოა, ეს სულაც არ იყოს ის, რაც აქამდე გეგონა. გაზრდი ემოციურ ტევადობას და აღარ დანებდები პირველივე დისკომფორტზე. მოქმედებას შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად აქცევ და საბოლოოდ ირწმუნებ საკუთარ შესაძლებლობებს.
KETI
საქართველოს ფრირაიდის ნაკრების ერთადერთი ქალი კარგად იცნობს ზღვარს შიშსა და მოქმედებას შორის. ქეთისთან ერთად საკუთარ ძალას მოქმედებაში გამოცდი: გასცდები ნაცნობ საზღვრებს, შეხვდები დისკომფორტს და გაბედავ იმას, რასაც აქამდე თავს არიდებდი. საკუთარ თავზე გამოცდი, რომ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია.
2026 წლის დასრულებამდე გაბედვა შენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდება
პროცესი მარტივია:
შენ მოდიხარ სურვილით, რომ რაღაც შეცვალო, დაიწყო, აირჩიო — გაბედო.
„გაბედეში“ კი გხვდება ცოცხალი შეხვედრები, სახალისო გამოწვევები და ეფექტური ინსტრუმენტები, რომლებიც ერთ მიზანს ემსახურება — საბოლოოდ დაიწყო მოქმედება და რეალობად აქციო ის, რაც გულით გინდა.
MENTORSHIP
ყოველკვირეული ცოცხალი მუშაობა ნატასთან
PRIVATE LIBRARY
გაკვეთილები, პრაქტიკები და მედიტაციები, რომლებსაც უყურებ შენს რიტმში
CHALLENGES
დავალებები და გამოწვევები, რომლებიც ფიქრიდან მოქმედებაში გადაგიყვანს
ONLINE SPACE
დახურული ონლაინ სივრცე, სადაც შეგიძლია იყო ნამდვილი
COMMUNITY
შენი ხალხი. ვინც გიგებს და გგულშემატკივრობს
MOVEMENT
ყოველკვირეული მოძრაობა ბუნებაში და საუბრები
2 DAY TRIP
ორდღიანი გასვლა მთაში. ლაშქრობა და სხეულებრივი პრაქტიკები
გაწევრიანება
ხშირად დასმული კითხვები
„გაბედე“ 1 ნოემბერს დაიწყება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამას ახალი წლის დადგომამდე დაასრულებ.
კი. პროგრამის სრულფასოვნად გავლას ონლაინ შეძლებ.
თუ საქართველოში ხარ, დამატებით შეგიძლია აირჩიო ფიზიკური გამოცდილებები: ყოველკვირეული მოძრაობა ბუნებაში და ორდღიანი გასვლა გუდაურში.
ხელმისაწვდომი იქნება ორი პაკეტი: მხოლოდ ონლაინ ან ონლაინ + ფიზიკური გამოცდილებები.
კი. პროგრამის პროცესში შექმნი მეტ სიცხადეს და დაინახავ, რა არის შენთვის მნიშვნელოვანი და საით გინდა მიმართო შენი ენერგია.
ამასთან ერთად, განივითარებ დისციპლინას, ემოციებისა და ენერგიის მართვის უნარს და დისკომფორტის მიუხედავად მოქმედების შესაძლებლობას.
კი. „გაბედეში“ არ მოგიწევს აუცილებლად მხოლოდ ერთი მიზნის არჩევა.
გაარკვევ, რა არის შენთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, სად გინდა მიმართო შენი ენერგია და რისი განხორციელების რესურსი გაქვს რეალურად.
თუ შენი დრო და ენერგია ამის საშუალებას გაძლევს, შეგიძლია ერთდროულად რამდენიმე მიზანზეც იმუშაო.
„გაბედეს“ მიზანი მისი იდეალური შესრულება არ არის.
ისწავლი მოქმედებას მაშინაც, როცა გეშინია, საკუთარ თავში ეჭვი გეპარება ან ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის.
გადააფასებ დამარცხებას, შეცვლი მოქმედების შემაფერხებელ რწმენებს და ნაბიჯ-ნაბიჯ აღიდგენ საკუთარ თავთან ნდობას.
ჯგუფი „გაბედეს“ გამოცდილების მთავარი ნაწილია.
მოხვდები უსაფრთხო და არაგანსჯით სივრცეში, სადაც თავად გადაწყვეტ, როდის და რამდენის გაზიარება გინდა.
სხვა მონაწილეების გამოცდილებების მოსმენით საკუთარ თავზეც ბევრს დაინახავ. ხშირად სხვისი კითხვა, შიში ან აღმოჩენა დაგანახებს იმას, რასაც ინდივიდუალური მუშაობისას ვერ ამჩნევდი.
გამოიყენებ ინდივიდუალურ მენტორინგს, შემოქმედებით წერას, სომატურ პრაქტიკებს, ვიზუალიზაციასა და mindfulness მედიტაციებს.
ისწავლი ემოციებისა და ენერგიის მართვის სტრატეგიებს, უკეთ გაიგებ, რა დგას დისციპლინისა და უმოქმედობის უკან და გაზრდი შენს უნარს, გაუძლო დისკომფორტს და დაუბრუნდე ემოციურ წონასწორობას.
ყველა მეთოდს ერთი მიზანი აქვს: მიღებული ცოდნა რეალურ მოქმედებად აქციო.
შეხვედრების დღეები და საათები მონაწილეებთან შეთანხმებით განისაზღვრება, რომ მაქსიმალურად მოერგოს ჯგუფის განრიგს.
საჭიროების შემთხვევაში დაემატება დამატებითი შეხვედრებიც.
თუ შეხვედრას ვერ დაესწრები, ჩანაწერს 24 საათის განმავლობაში მიიღებ.
კი. თანხის ეტაპობრივად გადახდა შესაძლებელია.
თუ ეს ვარიანტი გჭირდება, მოგვწერე და გაგიზიარებთ გადახდის პირობებს.
რეგისტრაცია 15 ოქტომბერს გაიხსნება.
ამ დღეს მსურველთა სიაში დარეგისტრირებული ადამიანები პირველები მიიღებენ საიდუმლო ბმულს და სპეციალურ ფასს.
მსურველთა სიაში დარეგისტრირება
იყავი პირველი, ვინც 14 ოქტომბერს მიიღებს „გაბედეში“ გასაწევრიანებელ საიდუმლო ბმულს და სპეციალურ ფასს.
14 ოქტომბერს რეგისტრაცია მხოლოდ მსურველთა სიის წევრებისთვის გაიხსნება.
მნიშვნელოვანია: რეგისტრაციის დასასრულებლად დაადასტურე წერილი, რომელსაც ელფოსტის შეყვანის შემდეგ მიიღებ. თუ წერილი არ დაგხვდა, საძიებო ველში მოძებნე „ნატა“.