შენ არ ხარ ვალდებული იყო საინტერესო და ჭკვიანი. უბრალოდ იყავი ის, ვინც ხარ. ჩვენთვის შენი სიტყვების სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი სილამაზე Be real
სივრცე, რომელიც გიბიძგებს ფიქრისკენ და გაძლევს სითამამეს, რომ “დაუმუშავებლად” თქვა შენი სათქმელი.
წიგნის კლუბის განმავლობაში, ყველანი ვკითხულობთ ერთ წიგნს და შეხვედრებზე ვაზიარებთ ჩვენს შთაბეჭდილებებს. გარემო არის მოშვებული, შემოქმედებითი და მხარდამჭერი.
ონლაინ, Zoom
ექვსი კვირა
3/4 ონლაინ შეხვედრას, წერით დავალებებს, კრეატიულ სავარჯიშოებს და დახურულ სასაუბრო ჯგუფს.
ღირებულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ თვიან პაკეტს აირჩევ. დეტალებს ნახავ ქვემოთ
꩜
წესები იქმნება იმ ადამიანისთვის, ვისაც სჭირდება, რომ სხვამ უთხრას როგორ მოიქცეს. ჩვენს წრეში კი მორჩილება ყველაზე ნაკლებად გვაინტერესებს.
ამიტომაც შევქმენით პრინციპები — არა იმისთვის, რომ საზღვრები დავიცვათ, არამედ იმისთვის, რომ ისინი გავაფართოვოთ.
პრინციპები ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლია იყო ისეთი, როგორიც მართლა ხარ. შექმნა რაღაც, რაც მხოლოდ შენია — და ამავდროულად გახდე იმ საერთო ფუძის ნაწილი, რაც ამ წრეს აერთიანებს.
მიზნის პოვნა, კავშირი, მნიშვნელობის განცდა.
ცნობიერების გაღვიძება, ფიქრის სიღრმე, კულტურა და პიროვნული პასუხისმგებლობა.
ფილოსოფიური მოგზაურობა იდენტობისკენ — კულტურა, თავისუფლება და პიროვნული გზა.
საზრის პოვნა სირთულეში
სივრცე მათთვის, ვისაც აკლია ღრმა საუბრები და სურს მიიღოს შთაგონება ახალი მიგნებებით.
შემოგვიერთდი! მალე ვიწყებთ