I ნაკადი უკვე შევსებულია. დარეგისტრირდი II ნაკადის მსურველთა სიაში
გაბედე დაწყება
შენი გზამკვლევი ცხოვრების ახალი და გაბედული ეტაპის დასაწყებად.
30-დღიანი ონლაინ პროგრამა: ვიდეოგაკვეთილები, მედიტაციები, პრაქტიკული და წერითი სავარჯიშოები, ჯგუფური ზუმ-შეხვედრები, და ინდივიდუალური უკუკავშირი ნატასგან.
ზოგადი ინფორმაცია
Formati
წვდომა დახურულ პლატფორმაზე: წინასწარ ჩაწერილი ვიდეო გაკვეთილები, მედიტაციები, სასაუბრო სივრცე. + 3 ონლაინ Zoom შეხვედრა
ხანგრძლივობა
ერთი თვე
ონლაინ შეხვედრების განრიგი
შეხვედრების თარიღებს ჯგუფი ერთობლივად, უმრავლესობით აირჩევს. ვინც ვერ დაესწრება — ჩატარდება ერთი დამატებითი შეხვედრა
ყველა შეხვედრის ვიდეოჩანაწერი ხელმისაწვდომი იქნება პლატფორმაზე
ღირებულება
მალე გამოცხადდება. მსურველთა სიაში მყოფთათვის მოქმედებს ფასდაკლება
რატომ შევქმენი ეს პროგრამა და როგორ დაგეხმარები შენ?
წლები ვიჯექი და ვფიქრობდი, რომ აშკარად პოტენციალი და რესურსი არ მაკლდა (ამით ვიმშიდებდი თავს) და ნეტავ გაბედული რომ ვყოფილიყავი, მართლა განმეხორციელებინა ის იდეები, რომლებიც გონებაში მიტრიალებდა — როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება?
ეს ძალიან მტკენდა. იმდენად მტკენდა, რომ დღეს ვფიქრობ, ჩემი დეპრესიის ერთ-ერთი მთავარი კატალიზატორი ზუსტად ეს გაუბედავობა იყო. ძალიან რთულია შეეგუო უფერულ ცხოვრებას, როცა იცი, რომ დიდი პოტენციალი და შემოქმედებითი ენერგია გაქვს.
ზემოთ დეპრესია ვახსენე — იმიტომ, რომ ბოლოს ისე ცუდად გავხდი, რომ გაბედვაზე ფიქრის ენერგიაც აღარ მქონდა. დინამიური და თამამი ცხოვრების სურვილი ჩაანაცვლა ერთმა პატარა, უფერულმა სურვილმა: როგორმე თავი დამეღწია ტკივილისგან. ჩემი მთავარი ღირებულება გახდა უსაფრთხოება, მიმართულება კი — სიმშვიდე.
წლები არ გადამიხვევია ამ გზიდან. ვმედიტირებდი, ვწერდი ყოველდღე, ჩავდიოდი ჩემი ცნობიერის დალუქულ კუთხეებში, ვაკვირდებოდი გარედან ჩემს ქცევებს, ფიქრებს, რეაქციებს. საერთოდ აღარ მაინტერესებდა რა მოხდებოდა მომავალში — პირველად ვიყავი მშვიდად იქ, სადაც ვიყავი.
და სწორედ მაშინ, როცა თავი საბოლოოდ უსაფრთხოდ ვიგრძენი, გაბედვის იდეა ისევ მეწვია —
თან იმ ფორმით, რომელზე ფიქრსაც ადრე ვერც კი გავბედავდი: ინსტაგრამზე გვერდის გახსნა და ჩემთვის ყველაზე ძვირფას, მაგრამ ძალიან პირადულ თემებზე საჯაროდ ლაპარაკი მთხოვა.
თუ სოციალურ ქსელებში თვალს მადევნებ, ალბათ უკვე იცი, რომ გავბედე.
და ზუსტად ამ პროცესში მივხვდი მთავარს: გაბედვას საერთოდ არ სჭირდება ძალდატანება, დისციპლინა და მიდი „მიაწექი“ ენერგია.
მას სჭირდება, რომ შენ უკვე იმდენად უსაფრთხოდ და თვითკმარად გრძნობდე თავს, რომ მისი ექსპერიმენტები შენთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს.
მას უნდა, რომ შენ მისით შთაგონება მიიღო — და არა მთელი შენი ცხოვრების სწორი თუ არასწორი გზისკენ წაყვანის პასუხისმგებლობა მას დააკისრო.
გაბედვას უკვე მოსწონხარ ისეთი როგორიც ხარ, ზუსტად მაგიტომაც მოდის ახალი იდეებით შენთან, რადგან გენდობა. მაგრამ მას სჭირდება, რომ შენც იგივეს ფიქრობდე საკუთარ თავზე.
რისგან შედგება “გაბედე დაწყება”
ვიდეო გაკვეთილები და მედიტაციები - რომლებიც დაგეხმარება ახალი ხედვის ჩამოყალიბებასა და იმაზე ფოკუსირებაში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია
წერითი და პრაქტიკული სავარჯიშოები - რომლებიც გაგივითარებს დამკვირვებლის როლს და გახდება საძირკველი შენი ცნობიერი ცხოვრების
საზოგადოების წევრობა - რომელსაც შენი ესმის და გეხმარება, რაც ნებისმიერი რეალური ზრდის არსებითი ნაწილია.
.
პირდაპირი უკუკავშირი ნატასგან და ჯგუფისგან — მხარდაჭერა, რომელიც მოგცემს სიცხადეს და მიმართულებას, ზოგჯერ კი უბრალოდ ემოციურ საყრდენს.