მეორე ნაკადი შევსებულია. დარეგისტრირდი მესამე ნაკადის მსურველთა სიაში

გარდასახვა

III ნაკადი ꩜
15 თებერვალი - 15 მაისი

„გარდასახვა“ — სამთვიანი, მაღალი ჩართულობის პროცესი მათთვის, ვინც აღარ ეძებს მიზეზებს და მზად არის დაიწყოს ცხოვრების ახალი, აღმავალი ეტაპი.

დარეგისტრირდი მსურველთა სიაში

დარეგისტრირდი III ნაკადის მსურველთა სიაში

ელფოსტით პირველი შეიტყობ მესამე ნაკადის დაწყების შესახებ და მიიღებ სპეციალურ შეთავაზებას, რომელიც სხვაგან არ გაჟღერდება.

❗️ მნიშვნელოვანია: თუ ჩვენი წერილი მყისიერად არ მიიღე, ელფოსტას საძიებო ველში ჩაწერე „ნატა“ — ასე მარტივად იპოვნი ჩვენს შეტყობინებას.

გაითვალისწინე, რომ დადასტურების გარეშე ვერ შეძლებ ჩვენგან შეტყობინების მიღებას.

    პროგრამის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე მიიღებ ჩემგან იმეილს 💌

    ꩜ ნამდვილი ცვლილება იწყება იქ, სადაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ძალადობის გარეშე სწავლობ.

    3-თვიანი პროცესის: ღრმა სხეულებრივი და გონებრივი სამუშაოს (50+ ვიდეოგაკვეთილი და მედიტაცია) და ინტიმური ჯგუფური შეხვედრების დახმარებით, სადაც ყოველთვის იღებ ინდივიდუალურ მხარდაჭერას

    “გარდასახვა” გახდება შენი მთავარი გზამკვლევი:

    ცხოვრების ახალი - აღმავალი ეტაპის დასაწყებად.  

    დარეგისტრირდი გარდასახვაზე

     ¨გარდასახვა¨

    ნაკადი III

    რეგისტრაცია იხსნება

    10 იანვარს

    კურსი იწყება

    15 თებერვალს

    ხანგრძლივობა

    3 თვე

    ადგილი

    20

    შეხვედრების განრიგი

     

    ონლაინ შეხვედრები (იქნება ჩანაწერებიც)
    თვეში 3-ჯერ — დრო შეთანხმდება ჯგუფთან. დამატებით ჩანიშნული იქნება 2 შეხვედრა მათთვის, ვინც ვერ დაესწრება ძირითად ზარებს.

     ფიზიკური შეხვედრები
    თბილისში მყოფი მონაწილეებისთვის ასევე დაგეგმილი იქნება ფიზიკური შეხვედრა

    ნახე - რას იძახიან “გარდასახვას” მონაწილეები 𓂃 ོ☼𓂃

    ნელი თიბიაშვილი

    “მეექვსე დღეა და შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება შენს გაკვეთილებს ვუსმენ. მადლიერი ვარ ცხოვრების, ჩემი თავის და შენი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.

    აქამდე არასდროს მდომებია რაიმე სახის რეთრითში მონაწილეობა. რატომღაც სულიერებაზე ზრუნვა ტრენდად და უბრალო მარკეტინგულ ხრიკად იქცა. ნდობა მქონდა დაკარგული.

    მაგრამ შენი პირველი ვიდეოს მოსმენის შემდეგ ეს ნდობა დამიბრუნდა. და დღეს მივხვდი, რომ შინაგან ხმას არ მოვუტყუვდები. მადლობა ამისთვის შენ.

    იმდენად დამეხმარე, რომ მთელი ცხოვრება შენი ხმა და სიტყვები გამახსენდება, რომ ესეც გაივლის, ყველაფერი ამოწურვადია და არ უნდა შემეშინდეს სირთულეების.

    მგონი უკვე ფერებს ვხედავ. აქამდე შავ-თეთრი იყო ყველაფერი. სამაშველო რგოლი ხარ ჩემი. შენი გარდასახვა არის ის, რაც სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, მართლა.❤️”

    ნელი თიბიაშვილი
    @ne_lli_ee
    ნანუკა ციბაძე

    “ნატას რამდენჯერმე ვუთხარი – "გარდასახვას" მოდულები იდეალურად ემთხვეოდა ჩემი ცხოვრების ემოციურ ეტაპებს–მეთქი. თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება ეს უბრალო დამთხვევა სულაც არ ყოფილა – "გარდასახვა" თვითონ მასტიმულირებდა და მაძლევდა მოტივაციას იმ ემოციურ ტალღაზე ვყოფილიყავი, რომლის ირგვლივაც კურსის განმავლობაში ვტრიალებდი.

    თამამად ვიტყვი, რომ ეს არის საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში – მის გასაცნობად, დასაახლოებლად და იმ უდიდესი ემოციური რესურსის აღმოსაჩენად, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. ნატას კი უდიდესი მადლობა, რომ ამხელა ემოცია, ფიქრი და შრომა ჩადო ამ ყველაფერში.”

    ნანუკა ციბაძე
    @nanukatsibadze
    ნუკა ჩიკვაიძე

    “დიდი მადლობა ნატა! შენ ისეთ სიღრმეებში ჩაგვახედე ყველა, ისეთი მიმღებლობა გამიჩინე, ისეთი სიყვარული გამიღვიძე. პერფექციონიზმი, ბრაზი, ეგო… ყველაფერი გავუშვი.. მადლობა შენ ამ საოცარი გარდასახვისთვის. ”

    ნუკა ჩიკვაიძე
    @nukencio

    გარდასახვას ეფექტი — პირველი ორი ნაკადის უკუკავშირიდან

    • ახლებური ურთიერთობა საკუთარ თავთან — ღრმა სიყვარული და მიმღებლობა, რაც ხდება დაბრკოლებების უფრო მარტივად გადალახვის და დროისა და ენერგიის თვითგვემაში აღარ ხარჯვის საფუძველი
    • დიდი ხნის „კვანძის“ გახსნის შემდეგ ახალი ენერგიის გამოთავისუფლება — ძველი ისტორიებისა და ურთიერთობების საბოლოოდ დასრულება
    • ახალი ადამიანების გამოჩენა შენს ცხოვრებაში ან/და ურთიერთობების განახლება, სადაც თავს გრძნობ დაფასებულად და სხვებთან დაკავშირებულად
    • საკუთარი რიტმის პოვნა და ენერგიის ეფექტური მართვა — სხეულის მოდუნება და ღრმა დასვენება დანაშაულის შეგრძნების გარეშე
    • ახლებური ხედვა და დამაბრკოლებელი შეხედულებებისგან გათავისუფლება, რაც გარდაუვლად ხდება ახალი, აღმავალი ცხოვრებისეული ეტაპის დასაწყისი
    • „ავტოპილოტიდან“ გამოსვლა და გაცნობიერებული გადაწყვეტილებების მიღება ყოველდღიურ ცხოვრებაში
    • ცხოვრების იმ გზის არჩევა, რომელიც ნამდვილად შენია, მაშინაც კი, როცა სხვებს შეიძლება არ ესმოდეთ ეს არჩევანი
    • გაზრდილი მგრძნობელობა სხეულში — მყისიერად გრძნობ, ვინ ან რა გაღიზიანებს, და შენი სხეული ხდება გადაწყვეტილებების მიღების კომპასი
    • ღრმა კავშირი ინტუიციასთან და შენს ნამდვილ სურვილებთან, რაც გაცილებით გაბედულს გხდის
    • შინაგანი სიმშვიდის სტაბილური განცდა, რომელზეც სხვა ადამიანები, ან გარემოებები ვეღარ ახდენენ გავლენას
    • ამაღლებული განწყობა ყოველდღიურ ცხოვრებაში
    • შემოქმედებითი ენერგიის გაღვიძება - ახალი იდეები და მიმართულებები ცხოვრებაში, რომლებზეც აქამდე არც კი გიფიქრია
    ქეთოს უკუკავშირი 💬
    ნელის უკუკავშირი 💬

    ⤹ ჩვენს დახურულ ჩატშიც შეგაჭყიტებ! 

     

    და ბოლოს, მეც გაგეცნობი 

    Nata Main
    Nata Side 1 Nata Side 2

    თუ ჯერ არ მიცნობ, ამ წერილით შევეცდები გაგაცნო ჩემი თავი. შეიძლება ცოტათი გრძელი გამომივიდეს, რადგან ძალიან მიყვარს წერა.

    მე ნატა მქვია. ძალიან ბევრი რამე მიყვარს და ისეთი მრავალწახნაგოვანი წარსული მქონდა, რომ ხშირად მიჭირს პროფესიებით ან სტატუსებით ჩემი თავის დახასიათება.

    ალბათ, ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეც ეგ არის, რომ სტანდარტულად ერთ გზას არ გავყევი? :)

    სკოლა ამერიკაში დავასრულე, შემდეგ მადრიდში სოციალური მეცნიერებები ვისწავლე. ამის მერე ორი სტარტაპი მქონდა, მოგვიანებით კი მადრიდში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში დავიწყე მუშაობა.

    მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვმუშაობდი პიროვნულ ზრდაზე, რადგან ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ გარე შედეგები შინაგან საფუძველზე დგას. და არა მარტო იმიტომ, რომ მინდოდა ჩემს შედეგებში ეფექტური ვყოფილიყავი, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის წარმატების საწყისი მაინც შინაგანი ჰარმონია არის, რასაც გარეგანი წარმატება ვერასდროს (ვერასდროს!) ვერ შეგივსებს.

    მოკლედ - ცხოვრებას მატერიალური წარმატების ფარგლებს მიღმაც ვხედავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურზე უარს ვამბობ.

    ერთი სიტყვით რა დავარქვა ჩემს საქმიანობას?

    გამიგია, რომ ჩემი “კლიენტები” ხშირად მეძახიან პიროვნული ზრდის მენტორს, სულიერ გზამკვლევს, ან Life Coach-ს. მაგრამ მე საკუთარ თავს ვხედავ როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან შეყვარებულია ცხოვრებაზე, აქვს დიდი ენერგია რომ ტკივილი სიხარულად გარდაქმნას, და ყველასა და ყველაფერში ხედავს შესაძლებლობებს - პოტენციალს. 🌱

    კარგად გამომდის ამ ყველაფრის სხვებამდე მიტანა და ჩემთან მუშაობის შემდეგ ხშირად ვხედავ, როგორ რწმუნდებიან ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებში, როგორ თავისუფლდებიან ჩარჩოებისგან და იწყებენ ახალ, შეუქცევადი აღმასვლის ეტაპს ცხოვრებაში.

    ჩემი გამოცდილება დაიწყო 12-ნაბიჯის ჯგუფში მყოფი ემოციური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანების დახმარებით. ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვეხმარებოდი მათ ცნობიერების გაზრდაში, როგორც დამკვირვებლის როლის განვითარების, ისე ემოციური ინტელექტის გაზრდის მხრივ.

    ორი წლის წინ დავიწყე პატარა საზოგადოებების შექმნა, სადაც ვავრცელებდი ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რამაც საბოლოო ჯამში საფუძველი ჩაუყარა ჩემი საავტორო პროგრამების „გარდასახვა“ და „გაბედე დაწყებას“ შექმნას, სადაც ვიყენებ mindfulness მედიტაციებს, სომატურ და რეფლექსიურ ქოუჩინგს და ნეირომეცნიერების ელემენტებს.

    ვქმნი საზოგადოებებს, სადაც ადამიანებს აქვთ სივრცე შეულამაზებლად გაზიარების და მხარდაჭერის მიღების. და უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს 150-ზე მეტ ადამიანს ითვლის.

    “გარდასახვა” ყველაზე მეტად დაეხმარება მას:

    • • ვისაც ცვლილებების არ ეშინია, კი არადა შეპყრობილი არის “ცოტა” :)
    • • ვინც იცის, რომ ცხოვრების შეცვლის გასაღები მას უჭირავს ხელში
    • • ვინც არ ელის ჩემგან დაძალებას, არამედ იმდენად მონდომებულია, რომ გაკვეთილებს რამდენჯერმე უყურებს
    • • ვინც გრძნობს, რომ მისი პოტენციალი ბევრად დიდია და შეუძლია შექმნას მეტი სიმშვიდე, სინამდვილე და თავისუფლება.

    მეც ეგეთი ვარ. ჩემი ოცნებაა: მქონდეს სახლი ზღვის პირას, მოვუარო მცენარეებს, მყავდეს შვილები და ამავდროულად ვმართავდე დიდ საქმიანობას და ვეხმარებოდე ძალიან ბევრ ადამიანს… და რაც მთავარია, ვაკეთებდე ამ ყველაფერს სტრესის გარეშე.

    • • მინდა, ვაკეთო მეტი - ნაკლები წვალებით
    • • მინდა ვიყო თავისუფალი წარსული მოგონებებისგან
    • • მინდა ვიყო გულწრფელი - და შემოვიკრიბო ადამიანები, ვისაც ასეთი ვუყვარვარ
    • • მინდა მიყვარდეს ჩემი სხეული - მაშინაც კი, როცა დაბერებას დაიწყებს..
    • • მინდა გადავლახო შიშები - რომლებიც ჩემს ცხოვრებას ფერებს უკარგავს

    და თუ შენ ეს ყველაფერი გეხმიანება, მე შევძლებ შენ დახმარებას. 🤍

    გაწევრიანდი მსურველთა სიაში
    გარდასახვა