IV ნაკადი ꩜
28 სექტემბერი — 28 დეკემბერი
მიზანდასახული ქალებისთვის, რომლებიც უკვე კარგად იცნობენ საკუთარ თავს, მაგრამ სურთ, რომ საბოლოოდ ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, გაჰყვნენ გულს და გაბედულად შექმნან ცხოვრება, რომელიც ნამდვილად სურთ.
თითო ნაკადში ვიღებთ მხოლოდ 30 მონაწილეს.
დარეგისტრირდი "გარდასახვას" მეოთხე ნაკადში
შეავსე მოკლე განაცხადი. დადასტურების შემთხვევაში, 24 საათში გამოგიგზავნით გადახდის ბმულს.
ნამდვილი ცვლილება იწყება იქ, სადაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღებას ძალადობის გარეშე სწავლობ.
გარდასახვა არის სტრუქტურირებული პროცესი, სადაც ეტაპობრივად გადააფასებ და შეცვლი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან სფეროებს: შინაგანი სიმშვიდიდან - თვითგამოხატვამდე, ღრმა ურთიერთობებამდე და გაბედულ მოქმედებამდე.
ჩვენი მიზანია, შექმნა მყარი საფუძველი ავთენტური ცხოვრებისთვის, რომლის შენებასაც „გარდასახვას“ დასრულების შემდეგ დამოუკიდებლად გააგრძელებ.
მოკლე გაკვეთილები, სხეულებრივი პრაქტიკები და ყოველდღიური დავალებები გიბიძგებს, რომ მიგნებები რეალურ გამოცდილებად აქციო. რადგან რეალურად მხოლოდ ის ცოდნაა შენი, რომლის გამოყენებასაც ერთ ჩვეულებრივ დღეს შეძლებ.
და რაც მთავარია, ამ პროცესს გაივლი ისეთ გარემოცვაში, რომელიც არა მხოლოდ შეგახსენებს, რომ ამ გზაზე მარტო არ ხარ, არამედ მოგცემს ენერგიასა და მიმღებლობას, რომ შენც მეტი მოითხოვო საკუთარი ცხოვრებისგან.
შემოგვიერთდი ♡
ჩვენი მონაწილეები 𓂃 ོ☼𓂃
“მეექვსე დღეა და შეგრძნება მაქვს, რომ მთელი ცხოვრება შენს გაკვეთილებს ვუსმენ. მადლიერი ვარ ცხოვრების, ჩემი თავის და შენი, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.
რატომღაც სულიერებაზე ზრუნვა ტრენდად და უბრალო მარკეტინგულ ხრიკად იქცა. ნდობა მქონდა დაკარგული.
მაგრამ შენი პირველი ვიდეოს მოსმენის შემდეგ ეს ნდობა დამიბრუნდა. და დღეს მივხვდი, რომ შინაგან ხმას არ მოვუტყუვდები. მადლობა ამისთვის შენ.
იმდენად დამეხმარე, რომ მთელი ცხოვრება შენი ხმა და სიტყვები გამახსენდება, რომ ესეც გაივლის, ყველაფერი ამოწურვადია და არ უნდა შემეშინდეს სირთულეების.
მგონი უკვე ფერებს ვხედავ. აქამდე შავ-თეთრი იყო ყველაფერი.
სამაშველო რგოლი ხარ ჩემი. შენი გარდასახვა არის ის, რაც სკოლებში უნდა ისწავლებოდეს, მართლა.❤️”
@ne_lli_ee
“ნატას რამდენჯერმე ვუთხარი – "გარდასახვას" მოდულები იდეალურად ემთხვეოდა ჩემი ცხოვრების ემოციურ ეტაპებს–მეთქი. თუმცა ახლა რომ ვუფიქრდები, შეიძლება ეს უბრალო დამთხვევა სულაც არ ყოფილა – "გარდასახვა" თვითონ მასტიმულირებდა და მაძლევდა მოტივაციას იმ ემოციურ ტალღაზე ვყოფილიყავი, რომლის ირგვლივაც კურსის განმავლობაში ვტრიალებდი.
თამამად ვიტყვი, რომ ეს არის საუკეთესო ინვესტიცია საკუთარ თავში – მის გასაცნობად, დასაახლოებლად და იმ უდიდესი ემოციური რესურსის აღმოსაჩენად, რომელიც თითოეულ ჩვენგანშია. ნატას კი უდიდესი მადლობა, რომ ამხელა ემოცია, ფიქრი და შრომა ჩადო ამ ყველაფერში.”
@nanukatsibadze
“დიდი მადლობა ნატა! შენ ისეთ სიღრმეებში ჩაგვახედე ყველა, ისეთი მიმღებლობა გამიჩინე, ისეთი სიყვარული გამიღვიძე. პერფექციონიზმი, ბრაზი, ეგო… ყველაფერი გავუშვი.. მადლობა შენ ამ საოცარი გარდასახვისთვის. ”
ნუკა ჩიკვაიძე@nukencio
⤹ gardasaxvas efeqti
¨გარდასახვა¨
მეოთხე ნაკადი
რეგისტრაცია იხსნება
10 აგვისტო
გარდასახვა იწყება
28 სექტემბერი
ხანგრძლივობა
3 თვე
ადგილი
30
(პროგრამის განმავლობაში გვექნება შეხვედრები როგორც სრულ ჯგუფთან, ისე მცირე, 6–7-კაციან ჯგუფებში)
ონლაინ შეხვედრები - სამშაბათი ან ხუთშაბათი
ზუსტი დროები პროგრამის დაწყებამდე თანხმდება მონაწილეებთან, რადგან ისინი ხშირად სხვადასხვა ქვეყნიდან ერთვებიან.
სტანდარტული რეგისტრაციის ღირებულება
2000
Adrეული რეგისტრაციის ღირებულება
1600
(შესაძლებელია რამდენიმე თვეზე გადანაწილება)
´გარდასახვას´ პროცესი
ყველაფერი, რაც გელის ამ გზაზე.
ერთთვიანი მოსამზადებელი პერიოდი
როგორც კი დაიკავებ შენს ადგილს „გარდასახვაზე“, მაშინვე მიიღებ წვდომას პირველი მოდულის ვიდეოგაკვეთილებზე და მედიტაციებზე, გარდასახვას სამუშაო რვეულსა და „ცხოვრების რუქაზე“ და დახურულ სივრცეზე, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში გექნება სხვა მონაწილეებთან და ჩემთან საუბრის შესაძლებლობა.
გექნება საკმარისზე მეტი დრო, რომ აუჩქარებლად გაეცნო მასალას და შეასრულო მოსამზადებელი დავალებები შენს ტემპში — მანამ, სანამ „გარდასახვა“ ოფიციალურად დაიწყება და შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში დავიწყებთ 28 სექტემბრიდან.
ამ მოსამზადებელი პერიოდის მიზანია, შეხვედრებზე გაცნობიერებულად და სიცხადით მოხვიდე და ზუსტად იცოდე, რისი წაღება გინდა ამ პროცესიდან.
მოდულები: 60+ ვიდეოგაკვეთილი
ეს არის გარდასახვას ბირთვი — სტრუქტურირებული მინი-ლექციები, მედიტაციები და სხეულებრივი/წერითი პრაქტიკები, რომლებიც თანმიმდევრულად მიჰყვება სრულ პროგრამას.
ყოველი გაკვეთილი ქმნის საფუძველს შემდეგისთვის და მოიცავს მედიტაციას, რომ ცოდნა არ დარჩეს მხოლოდ თეორიად და შეძლო მისი რეალურ ცხოვრებაში ინტეგრირება.
გაკვეთილების ყურებისას ყოველდღიურად იგრძნობ შთაგონებას და ახალ ხედვას, ხოლო მედიტაციები დაგეხმარება სხეულის მოდუნებაში, ჩახშული ემოციების გაშვებაში და შენს ღრმა ცოდნასთან დაკავშირებაში.
თითო თვეს გადიხარ ერთ მოდულს — მშვიდ ტემპში, აუჩქარებლად. მონაწილეთა მოთხოვნის გათვალისწინებით, წვდომა ყველა მასალაზე ხუთი თვის განმავლობაში გექნება.
სამუშაო შეხვედრები
სამი თვის განმავლობაში, ყოველ მეათე დღეს ვატარებთ 90-წუთიან ონლაინ შეხვედრებს: გვაქვს ცოცხალი გაზიარების (იგივე „ცხელი სკამი“) წრეები, შემოქმედებითი დავალებები, ჩემგან ინდივიდუალური მხარდაჭერა და მინი ლექციები.
აქ შეგიძლია მოხვიდე შენი დავალებებით, შეკითხვებით და იდეებით. შეგიძლია ითხოვო დახმარება, გაუზიარო სხვებს შენი აზრი, ან უბრალოდ გამორთული კამერით დაესწრო შეხვედრას და მოისმინო სხვების გამოცდილება. (გაზიარება სავალდებულო არ არის, მხოლოდ სურვილის შემთხვევაში.)
პატარა ჯგუფთან ერთად ზრდა და თანა-შექმნა არის გამოცდილება, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ყოველი გაზიარება იქნება შენი გულწრფელობის, გაბედულობის და ზრდის კატალიზატორი.
რამდენიმე კვირის შემდეგ იგრძნობ სიახლოვეს მთლიან ჯგუფთან და იმას, რომ ერთად ბევრად მეტი რამის შეცვლა შეგვიძლიათ, ვიდრე ცალ-ცალკე. ჩვენი მთავარი ღირებულებაა უსაფრთხო და თბილი გარემოს შექმნა — თუმცა ისეთის, რომელიც მუდმივად გიბიძგებს წინსვლისკენ.
ყოველი შეხვედრა არის შენი შესაძლებლობა, რომ იყო დანახული, მოსმენილი და გარდასახული.
სასაუბრო სივრცე (დახურული პლატფორმა)
ეს არის ჩვენი გამოცდილების გული. ოთხი თვის განმავლობაში გექნება წვდომა დახურულ პლატფორმაზე, სადაც შეძლებ დასვა ბევრი შეკითხვა, გააზიარო შენი დავალებები, მიიღო უკუკავშირი, აღნიშნო შენი წინსვლა და გააღრმავო კავშირი სხვა მონაწილეებთან.
ეს სივრცე ერთ ადგილზე აერთიანებს „გაყინვის“ ყველაზე ძლიერ ანტიდოტს — რეალურ დროში ერთმანეთის მხარდაჭერას და პასუხისმგებლობის აღებას.
ეს იქნება ერთადერთი „სოციალური ქსელი“, რომლისგანაც შესვენების აღება არ მოგინდება. ხშირად მონაწილეები ნაკლებ დროს ატარებენ სქროლვაში და მეტს აქ გაზიარებაში.
შეხვედრებს შორის, ამ პლატფორმაზე გექნება პირდაპირი წვდომა ჩემთანაც, რომ გამიზიარო შენი გეგმები, შეკითხვები ან ნებისმიერი თემა, რომელიც შენთვის აქტუალურია.
პროგრამის განმავლობაში ყოველდღიურად მაქვს გამოყოფილი დრო, როცა აქ გაძლევ ღრმა უკუკავშირს. ეს სივრცე, შეხვედრები და გარდასახვას მოდულები ერთად ქმნის მუდმივ ბიძგს, რომელიც ბუნებრივად მიგიყვანს ღრმა და რეალურ შედეგებამდე.
*და დამატებითი შეხვედრები პატარა ჯგუფებში (6 ადამიანი) - ფორმატი, რომელიც გაძლევს შესაძლებლობას, აუჩქარებლად გააზიარო და მიიღო ინდივიდუალური უკუკავშირი ნატასგან
ასევე, შესაძლებელი იქნება ნატასთან დამოუკიდებელი ინდივიდუალური შეხვედრების ჩანიშვნა. ეს ფორმატი ხელმისაწვდომია მხოლოდ გარდასახვას მონაწილეებისთვის.
მოდულები
3 მოდული • თითო გრძელდება 1 თვე
წარსული
აწმყო
მომავალი
და ბოლოს, მეც გაგეცნობი
თუ ჯერ არ მიცნობ, ამ წერილით შევეცდები გაგაცნო ჩემი თავი. შეიძლება ცოტათი გრძელი გამომივიდეს, რადგან ძალიან მიყვარს წერა.
მე ნატა მქვია. ძალიან ბევრი რამე მიყვარს და ისეთი მრავალწახნაგოვანი წარსული მქონდა, რომ ხშირად მიჭირს პროფესიებით ან სტატუსებით ჩემი თავის დახასიათება.
ალბათ, ჩემი ყველაზე ძლიერი მხარეც ეგ არის, რომ სტანდარტულად ერთ გზას არ გავყევი? :)
სკოლა ამერიკაში დავასრულე, შემდეგ მადრიდში სოციალური მეცნიერებები ვისწავლე. ამის მერე ორი სტარტაპი მქონდა, მოგვიანებით კი მადრიდში დიდ ტექნოლოგიურ კომპანიაში დავიწყე მუშაობა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მუდმივად ვმუშაობდი პიროვნულ ზრდაზე, რადგან ჩემთვის ყოველთვის ნათელი იყო, რომ გარე შედეგები შინაგან საფუძველზე დგას. და არა მარტო იმიტომ, რომ მინდოდა ჩემს შედეგებში ეფექტური ვყოფილიყავი, არამედ იმიტომ, რომ ჩემთვის წარმატების საწყისი მაინც შინაგანი ჰარმონია არის, რასაც გარეგანი წარმატება ვერასდროს (ვერასდროს!) ვერ შეგივსებს.
მოკლედ - ცხოვრებას მატერიალური წარმატების ფარგლებს მიღმაც ვხედავ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მატერიალურზე უარს ვამბობ.
ერთი სიტყვით რა დავარქვა ჩემს საქმიანობას?
გამიგია, რომ ჩემი “კლიენტები” ხშირად მეძახიან პიროვნული ზრდის მენტორს, სულიერ გზამკვლევს, ან Life Coach-ს. მაგრამ მე საკუთარ თავს ვხედავ როგორც ადამიანს, რომელიც ძალიან შეყვარებულია ცხოვრებაზე, აქვს დიდი ენერგია რომ ტკივილი სიხარულად გარდაქმნას, და ყველასა და ყველაფერში ხედავს შესაძლებლობებს - პოტენციალს. 🌱
კარგად გამომდის ამ ყველაფრის სხვებამდე მიტანა და ჩემთან მუშაობის შემდეგ ხშირად ვხედავ, როგორ რწმუნდებიან ადამიანები საკუთარ შესაძლებლობებში, როგორ თავისუფლდებიან ჩარჩოებისგან და იწყებენ ახალ, შეუქცევადი აღმასვლის ეტაპს ცხოვრებაში.
ჩემი გამოცდილება დაიწყო 12-ნაბიჯის ჯგუფში მყოფი ემოციური მიჯაჭვულობის მქონე ადამიანების დახმარებით. ხუთი წლის განმავლობაში, თითქმის ყოველდღიურად ვეხმარებოდი მათ ცნობიერების გაზრდაში, როგორც დამკვირვებლის როლის განვითარების, ისე ემოციური ინტელექტის გაზრდის მხრივ.
ორი წლის წინ დავიწყე პატარა საზოგადოებების შექმნა, სადაც ვავრცელებდი ჩემს ცოდნას და გამოცდილებას, რამაც საბოლოო ჯამში საფუძველი ჩაუყარა ჩემი საავტორო პროგრამების „გარდასახვა“ და „გაბედე დაწყებას“ შექმნას, სადაც ვიყენებ mindfulness მედიტაციებს, სომატურ და რეფლექსიურ ქოუჩინგს და ნეირომეცნიერების ელემენტებს.
ვქმნი საზოგადოებებს, სადაც ადამიანებს აქვთ სივრცე შეულამაზებლად გაზიარების და მხარდაჭერის მიღების. და უზომოდ მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება დღეს 150-ზე მეტ ადამიანს ითვლის.
“გარდასახვა” ყველაზე მეტად დაეხმარება მას:
- • ვისაც ცვლილებების არ ეშინია, კი არადა შეპყრობილი არის “ცოტა” :)
- • ვინც იცის, რომ ცხოვრების შეცვლის გასაღები მას უჭირავს ხელში
- • ვინც არ ელის ჩემგან დაძალებას, არამედ იმდენად მონდომებულია, რომ გაკვეთილებს რამდენჯერმე უყურებს
- • ვინც გრძნობს, რომ მისი პოტენციალი ბევრად დიდია და შეუძლია შექმნას მეტი სიმშვიდე, სინამდვილე და თავისუფლება.
მეც ეგეთი ვარ. ჩემი ოცნებაა: მქონდეს სახლი ზღვის პირას, მოვუარო მცენარეებს, მყავდეს შვილები და ამავდროულად ვმართავდე დიდ საქმიანობას და ვეხმარებოდე ძალიან ბევრ ადამიანს… და რაც მთავარია, ვაკეთებდე ამ ყველაფერს სტრესის გარეშე.
- • მინდა, ვაკეთო მეტი - ნაკლები წვალებით
- • მინდა ვიყო თავისუფალი წარსული მოგონებებისგან
- • მინდა ვიყო გულწრფელი - და შემოვიკრიბო ადამიანები, ვისაც ასეთი ვუყვარვარ
- • მინდა მიყვარდეს ჩემი სხეული - მაშინაც კი, როცა დაბერებას დაიწყებს..
- • მინდა გადავლახო შიშები - რომლებიც ჩემს ცხოვრებას ფერებს უკარგავს
და თუ შენ ეს ყველაფერი გეხმიანება, მე შევძლებ შენ დახმარებას. 🤍