გადახდის დეტალები
აირჩიე შენთვის ყველაზე კომფორტული გადახდის ფორმატი.
საბანკო რეკვიზიტები
მიმღები
ინდ. მეწარმე ნატა ბულეიშვილი
ბანკი
TBC Bank
IBAN
GE80TB7249645063600039
გადახდის ფორმატები
-
ერთჯერადი გადახდა · 1,600₾
- სრული ღირებულება დღეს
-
2 ნაწილად · 850₾ × 2
- პირველი გადახდა დღეს
- მეორე გადახდა 1 თვეში
-
4 ნაწილად · 425₾ × 4
- პირველი გადახდა დღეს
- მეორე გადახდა 1 თვეში
- მესამე გადახდა 2 თვეში
- მეოთხე გადახდა 3 თვეში
ეტაპობრივი გადახდა მხოლოდ გადახდის მოქნილი ფორმატია — შენი ადგილი პროგრამის
სრულ პერიოდს მოიცავს და სრული ღირებულება ნაწილდება ზემოთ მითითებული ვადების მიხედვით.
თუ რომელიმე დეტალში დახმარება დაგჭირდება, თავისუფლად მოგვწერე ⟡
თუ რომელიმე დეტალში დახმარება დაგჭირდება, თავისუფლად მოგვწერე ⟡
პროგრამის პირობები
მონაწილეობის შეთანხმება
ქვემოთ შეგიძლია გაეცნო „გარდასახვაში“ მონაწილეობის პირობებს — პროგრამის ფორმატს, გადახდის წესებს, კონფიდენციალურობასა და ორივე მხარის პასუხისმგებლობებს.
პროგრამის ხასიათი და პასუხისმგებლობა
„გარდასახვა“ წარმოადგენს პიროვნული ზრდისა და შინაგანი გაცნობიერების პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს ხედვის გაფართოებას, საკუთარი გამოცდილების გააზრებას და შინაგან რესურსებთან დაკავშირებას.
პროგრამის ავტორი არ იძლევა პირდაპირ ან ირიბ გარანტიას პროგრამაში მონაწილეობის შედეგად კონკრეტული შედეგის, პროგრესის ან ცვლილების მიღების შესახებ.
მიღებული შედეგები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის:
• მონაწილის ჩართულობასა და მზაობაზე;
• დავალებების თანმიმდევრულად შესრულებაზე;
• პროგრამის აქტიურ გამოყენებაზე;
• მონაწილის ინდივიდუალურ მდგომარეობასა და პირად გარემოებებზე;
• გარე პირობებზე, რომლებიც ყოველთვის ვერ ექვემდებარება პროგრამის ავტორის კონტროლს.
პროგრამის ავტორი უზრუნველყოფს მიმართულებას, პრაქტიკებს, რეკომენდაციებსა და რესურსებს. მონაწილე თავად რჩება საკუთარი გამოცდილების, გადაწყვეტილებებისა და ცვლილებების ავტორი.
მონაწილე აცნობიერებს, რომ პროგრამა არ წარმოადგენს სამედიცინო, ფსიქოლოგიურ, ფსიქოთერაპიულ, იურიდიულ ან ფინანსურ მომსახურებას და არ მოიცავს დიაგნოსტიკას, მკურნალობას ან კლინიკურ ჩარევას.
პროგრამის ავტორი არ იღებს ვალდებულებას:
1. უზრუნველყოს მონაწილის ცხოვრებაში კონკრეტული ან წინასწარ განსაზღვრული შედეგი;
2. უზრუნველყოს შიშების, ტრავმების ან ღრმა ემოციური გამოცდილებების სწრაფი ან ავტომატური „გამოსწორება“;
3. შეცვალოს მონაწილის ცხოვრებისეული გარემოებები მის ნაცვლად.
პროგრამა წარმოადგენს მხარდაჭერით პროცესს, რომელიც ხელს უწყობს თვითშემეცნებას, არჩევანის თავისუფლებასა და საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გაძლიერებას.
პროგრამის სტრუქტურა
• ინდივიდუალური მხარდაჭერა და უკუკავშირი ხორციელდება Kajabi-ის პლატფორმის ფარგლებში და არ მოიცავს პროგრამასთან დაკავშირებულ ყოველდღიურ კომუნიკაციას სხვა არხებით.
• 9 ცოცხალი ონლაინ ჯგუფური შეხვედრა, თითოეული დაახლოებით 120 წუთის ხანგრძლივობით, პროგრამის წინასწარ შეთანხმებული განრიგის მიხედვით.
• დახურული მხარდაჭერისა და კომუნიკაციის სივრცე პროგრამის აქტიური პერიოდის განმავლობაში.
• „გარდასახვას“ საგანმანათლებლო მასალებზე წვდომა — ვიდეოგაკვეთილები, პრაქტიკები, სამუშაო რვეულები და პროგრამისთვის შექმნილი დამატებითი რესურსები.
კომუნიკაცია და მხარდაჭერა
პროგრამასთან დაკავშირებული შეკითხვები, მასალების განმარტება და უკუკავშირი ხორციელდება პროგრამისთვის განკუთვნილი მხარდაჭერის სივრცის მეშვეობით.
ელფოსტით, ტექსტური შეტყობინებებით ან პროგრამის ავტორის სოციალური მედიის პირად შეტყობინებებში გაგზავნილი პროგრამასთან დაკავშირებული კომუნიკაცია არ წარმოადგენს მხარდაჭერის ძირითად არხს.
პროგრამის ავტორი არ არის ხელმისაწვდომი შაბათ-კვირასა და ოფიციალურ უქმე დღეებში.
ჯგუფური შეხვედრების ჩანაწერები ხელმისაწვდომი იქნება პროგრამის აქტიური პერიოდის განმავლობაში.
გადახდა და გაუქმების პირობები
მონაწილე იღებს ვალდებულებას, სრულად დაფაროს პროგრამის ღირებულება მის მიერ არჩეული გადახდის ფორმატის შესაბამისად.
ეტაპობრივი გადახდა წარმოადგენს მხოლოდ პროგრამის სრული ღირებულების გადახდის მოქნილ ფორმატს და არ ნიშნავს პროგრამაში ნაწილობრივ ან დროებით მონაწილეობას.
პროგრამაში ჩართვით მონაწილე ადასტურებს მზადყოფნას, სრულად დაფაროს პროგრამის ღირებულება დადგენილი გადახდის ვადების მიხედვით.
გადახდის ვალდებულება ძალაში რჩება იმის მიუხედავად, დაესწრება თუ არა მონაწილე ყველა შეხვედრას, რამდენად აქტიურად გამოიყენებს პროგრამის სივრცეს ან გადაწყვეტს თუ არა პროცესის დასრულებამდე მონაწილეობის შეწყვეტას.
პროგრამაში ჩართვის შემდეგ მონაწილე იღებს წვდომას ციფრულ მასალებზე, რესურსებსა და შინაარსზე. შესაბამისად, პროგრამის დაწყებისა და მასალებზე წვდომის მიღების შემდეგ გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება.
გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც პროგრამის ავტორი გაუთვალისწინებელი გარემოებების გამო ვერ უზრუნველყოფს პროგრამის ჩატარებას ან შეთანხმებული მომსახურების მიწოდებას. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა დაბრუნდება სრულად ან შეუსრულებელი ნაწილის პროპორციულად.
კონფიდენციალურობა
პროგრამის უსაფრთხო და ნდობაზე დაფუძნებული გარემოს შესანარჩუნებლად, მონაწილე და პროგრამის ავტორი იღებენ კონფიდენციალურობის ვალდებულებას.
მონაწილე ვალდებულია კონფიდენციალურად შეინახოს:
• ჯგუფურ შეხვედრებზე განხილული პირადი ისტორიები;
• სხვა მონაწილეების გამოცდილებები და გაზიარებული ინფორმაცია;
• დახურულ მხარდაჭერის სივრცეში გაზიარებული პირადი ან მგრძნობიარე ინფორმაცია.
დაუშვებელია სხვა მონაწილის პირადი ინფორმაციის, ისტორიის, ტექსტის, აუდიო ან ვიდეომასალის მესამე პირებთან გაზიარება მისი თანხმობის გარეშე.
კონფიდენციალურობის სერიოზული დარღვევის შემთხვევაში პროგრამის ავტორს უფლება აქვს შეწყვიტოს მონაწილის პროგრამაში მონაწილეობა სივრცის უსაფრთხოებისა და სხვა მონაწილეების ინტერესების დასაცავად.
პროგრამის ავტორი ასევე იღებს ვალდებულებას, მონაწილის პირადი ან მგრძნობიარე ინფორმაცია მესამე პირებთან არ გააზიაროს მისი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ინტელექტუალური საკუთრება
პროგრამის ფარგლებში მიწოდებული ვიდეოები, აუდიომასალები, ტექსტები, სამუშაო რვეულები, პრაქტიკები, რესურსები და სხვა საავტორო მასალა წარმოადგენს პროგრამის ავტორის ინტელექტუალურ საკუთრებას, თუ კონკრეტულ მასალაზე სხვა რამ არ არის მითითებული.
მასალები განკუთვნილია მონაწილის პირადი გამოყენებისთვის.
დაუშვებელია მათი სრულად ან ნაწილობრივ:
• კოპირება;
• საჯაროდ გავრცელება;
• გაყიდვა;
• სხვა პირებისთვის გადაცემა;
• საკუთარ პროდუქტში ან მომსახურებაში გამოყენება
პროგრამის ავტორის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
გარდასახვაში მონაწილეობის დადასტურება
Join Our Free Trial
Get started today before this once in a lifetime opportunity expires.