რა უნდა იცოდეთ გარდასახვას დაწყებამდე

აქ გაგაცნობთ: გარდასახვას ტექნიკურ მხარეს, მის ფორმატს და ბოლოს რამდენიმე რჩევას საუკეთესო შედეგის მისაღებად.

ტექნიკური მხარე

კურსის ფორმატი

როგორ მივიღო საუკეთესო შედეგი

ტექნიკური მხარე

„გარდასახვა“ შედგება მოდულებისგან (გაკვეთილები და მედიტაციები) და ჩვენი Community-ისგან — სივრცისგან, სადაც ერთმანეთთან ვრჩებით ყოველდღიურ კონტაქტზე.

პროგრამაზე წვდომა გაქვს როგორც მობილური აპლიკაციიდან, ასევე ლეპტოპიდან — რომ გქონდეს კომფორტი პროგრამის სრული მსვლელობისას და შეძლო ჩართვა ყველგან, მაგალითად მოგზაურობისას. 😊

მობილურიდანაც და ლეპტოპიდანაც

აპლიკაცია: iOS + Android

კურსის ფორმატი

3 მოდული ერთი მოდული = 1 თვე ონლაინ შეხვედრები

სტრუქტურა და დრო

მთელი კურსი შედგება სამი მოდულისგან. თითოეული მოდული გრძელდება 30 დღე და ამ პერიოდში გვაქვს Zoom შეხვედრებიც. მოდულები იხსნება თანმიმდევრულად — სანამ პირველ მოდულს არ დაასრულებ, შემდეგი არ გამოჩნდება.

რა შევა თითოეულ მოდულში

9 ვიდეო და 9 მედიტაცია — ზოგჯერ წერითი სავარჯიშოებიც. მნიშვნელოვანია, მიჰყვე ჩემს სტრუქტურას და არ გამოტოვო ან გადაახტე გაკვეთილებს.

3 რამ, რაც მინდა, რომ დასაწყისშივე გთხოვო

1

გამომიყენე მე და ჩვენი ჯგუფი, როცა დახმარება დაგჭირდება

ადამიანები ბუნებრივად მიდრეკილები ვართ ენერგიის დაზოგვისკენ, და ამიტომაც ძალიან გვიჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. პირველი იმპულსი, რომელიც კურსის შეძენა იყო, უკვე წარმატებით გაიარე — ეხლა იწყება ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი: ენერგიის მოკრებვა და ბოლომდე გადაშვება გარდასახვას პროცესში.

დიდი ალბათობით, გარდასახვას სადღაც შუაში დადგება ის პერიოდი, როცა შენი მოტივაცია დაიკლებს, პერფექციონიზმი შემოგიტევს, ან რომელიღაც გაკვეთილი უხერხულ განცდას გაგიჩენს და გაგრძელება გაგიჭირდება. ასეთ დროს ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დახმარება ითხოვო.

2

იყავი თანმიმდევრული და გააკეთე რაღაც ძალიან პატარა, მაგრამ ყოველდღე

არ უყურო ყველა ვიდეოს ერთ დღეში. მაქსიმალურად შეეცადე, რომ ყოველდღიურად დაუთმო საკუთარ თავს თუნდაც 15 წუთი. ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურ პატარა ნაბიჯებს და არა ერთბაშად ყველაფრის შესრულებას. გარდასახვა არ არის სკოლის საგანი და ნიშანს აქ არავინ დაგიწერს :) — ეს არის პროცესი, რომელიც ყოველდღიურობაში უნდა დანერგო.

3

მზად იყავი დისკომფორტისთვის

შეიძლება რაღაც ძალიანაც გინდოდეს, მაგრამ ქვეცნობიერად ცვლილება გაშინებდეს. გთხოვ, მაქსიმალურად გამოიყენო როგორც ჩემი, ასევე ჯგუფის მხარდაჭერა — ითხოვო დახმარება, როცა ეს დაგჭირდება, და გააზიარო მაშინაც, როცა დავალებების შესრულება დაგეზარება.